ბოლო 12 წელიწადში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა – 2000-2012 წლებში საქართველოში 2 370 კომპანია დაარეგისტრირეს ირანის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი – 9 300 კომპანია,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა.
„2012 წელს ირანიდან 82 885 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 2-ჯერ მეტი – 145 670 ვიზიტორი.
2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან 119 მლნ დოლარი იყო (19 მლნ ექსპორტი, 101 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 2.7-ჯერ მეტი – 322 მლნ დოლარი იყო (37 მლნ ექსპორტი, 285 მლნ იმპორტი).
ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა. 2024 წელს, ირაკლი კობახიძე ირანის ყოფილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას და ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.