ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ირანთან შეთანხმების მიღწევასთან საკმაოდ ახლოს ვართ. ვფიქრობ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და შესანიშნავი იქნება, თუ შეთანხმებას მთელი ახლო აღმოსავლეთის დაბომბვის გარეშე მივაღწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის „შეთანხმებასთან ახლოს არიან“.
„ისინი შეთანხმებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ დღეს ან ხვალ გაცნობებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.