გამოცემა Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოჭადრაკე სარა ხადემი ამჟამად ესპანეთშია — წყაროს თქმით, მას აფრთხილებენ, რომ ირანში არ დაბრუნდეს, რადგან ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა
წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ ხადემს რამდენჯერმე დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ საკუთარ ქვეყანაში აღარ დაბრუნებულიყო. ასევე, წყაროს ინფორმაციით, ემუქრებიან მოჭადრაკის ოჯახს და ნათესავებსაც