პრემიერის თქმით, ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია.
„რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, მე არ ვიცი… დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვით ადრე. ეს რაზე მიუთითებს? საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს. სხვა კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციის გამართვა დააანონსეს.