ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
როგორც ის აღნიშნავს, თუ ოპოზიციას სიმართლის არ ეშინია, „კლასიკურ დებატებს“ უნდა დათანხმდეს.
„ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზება გაჟღერდა „რუსთავი 2“-ზე, მზად ვართ, მათ მივანიჭოთ ერთგვარი ექსკლუზივი დებატების ორგანიზების. შეგვიძლია დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზები გამოვლენილი არჩევნებში. თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ასეთ შემთხვევაში უნდა დათანხმდნენ კლასიკურ დებატებს და ესაა ჩვენი შეთავაზება“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით დებატებში გამოიწვია.










