ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მიერ დაკავებული, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა საფრთხეშია. ოჯახი ამბობს,
რომ მას ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა და დაკავების შემდეგ სამედიცინო შემოწმება არ გაუვლა.
არასამთავრობო სექტორი მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
“ირაკლი 8 თვეა უკვე პატიმრობაში იმყოფება, მას სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. […] ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, რომ ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მას აწუხებს კუთისა და თავის ძლიერი ტკივილები. ჟენევის კონფერენციაზე ვამყარებთ ოჯახი დიდ იმედებს, რომ ირაკლი გათავისუფლების თემა იქნება მკაცრად დაყენებული”,- ამბობს ნათესავი, თამარ ბებუა.
ცნობისთვის, ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დააკვეს