LIVE TV
სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

იოსებ ხახალეიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა

დაპოსტა 2020/10/01-ში
131
ნახვა
გაზიარება

ერთად ვიზრუნებთ, რომ ქუთაისი კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ და თითოეული თანაქალაქელის აქტიური ჩართულობით ვაქციოთ მეტი შესაძლებლობების ქალაქად – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. მანდ დღს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, დღეიდან საარჩევნო კამპანიას აქტიურად იწყებს.

მისივე თქმით, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე მერის თანამდებობაზე მეტი შესაძლებლობები ექნება, იზრუნოს და იმუშაოს ქუთაისისთვის.

“ოფიციალურად დავტოვე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა და დავრეგისტრირდი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატად. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გუბერნატორს, წარმატებული თანამშრომლობისათვის, ჩემი იდეების მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთან ერთადაც ვიმუშავე ამ ხნის განმავლობაში.

მოკლედ მინდა შევაჯამო ჩემი 7 წლიანი საქმიანობა სამხარეო ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა საერთაშორისო დონეზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში, რაც უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა: მათ შორის 7 ახალ რეგიონთან დამეგობრებას, ევროპის რეგიონთა ასამბლეაში გაწევრიანებას, ასევე, ევროპის საბჭოს კულუტურული მარშრუტების პროგრამის წევრობას, რამაც საშუალება მოგვცა მომავალ წელს ვუმასპინძლოთ ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ქუთაისში.

დღეს რეგიონში 9 საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროგრამა მიმდინარეობს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში იმერეთში 3 წლის განმავლობაში 25 მლნ ევრო დაიხარჯება, ამ პროგრამის მომზადებაში თავად გახლდით აქტიურად ჩართული. გამოვყოფდი არაერთ ახალგაზრდულ საერთაშორისო გაცვლით პროგრამას, ჩვენი ახალგაზრდებისათვის რეგიონის მასშტაბით.

სწორედ ამ გამოცდილებით, ამ თანამშრომლობით, ამ კავშირებით მოვდივარ ჩემ გუნდთან ერთად ამჯერად ქუთაისისთვის, მოვდივარ იმისათვის, რომ ქუთაისი გავხადოთ შესაძლებლობების ქალაქი და გავხადოთ კიდევ უფრო ცნობადი, რომ ჩვენმა ქალაქმა შეძლოს კიდევ უფრო ღირსეული ადგილის დამკვირდება საერთაშორისო დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩემ გუნდთან ერთად ამას წარმატებით განვახორციელებ”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისისთვის ყველაფერი გაკეთდება მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით და განსაკუთრებით ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით.

“მოვისმენთ ყველას შეხედულებას, დავგეგმავთ და განვახორციელებთ ყველაფერს ერთად და ეს ასე გაგრძელდება 31 ოქტომბრის შემდეგაც. მეძლევა საშუალება თქვენთან ერთად უფრო მეტი გავაკეთო ჩვენი ქალაქისთვის და თითოეული ქუთაისელისთვის, რადგან პრიორიტეტი სწორედ ჩემი თანამოქალაქეების კეთილდღეობა იქნება. ერთად ვიზრუნებთ ქუთაისის წარმოჩენაზე თავის კულტურით, ისტორიული წარსულით და უკეთესი მომავლისთვის”, – განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა.

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

“რუსეთის საომარი ეკონომიკა უკვე დასუსტებულია და უფრო დავასუსტებთ ” – კაია კალასი

ოქტომბერი 13, 2025
15
მთავარი

მალე რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ ახალ ზომებს მივიღებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან...

დაწვრილებითDetails

“ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით” – ირაკლი ფავლენიშვილი

ოქტომბერი 13, 2025
8
მთავარი

ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა კონსტიტუციური პრინციპები, ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული არა მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

“ვერავის დავაძალებთ, გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი” – მიხეილ ყაველაშვილი

ოქტომბერი 11, 2025
52
მთავარი

შესაძლებელია უკვე მოხდეს ჩვენი ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან, არაფერი ზედმეტი - მისგან იყო პასუხი, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას, ვერავის დავაძალებთ, გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი, ჩვენ არ ვართ ასეთი...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო ჩვენს ქვეყანაში”- გია ვოლსკი

ოქტომბერი 9, 2025
21
მთავარი

საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის...

დაწვრილებითDetails

“შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი” – შალვა პაპუაშვილი

ოქტომბერი 8, 2025
44
მთავარი

ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველამ კარგად იცოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

“„მიმინოში“ პერსონაჟი ჭაღს გააფუჭებს და რომ კითხავენ, როგორ გააფუჭეო, სკამით გავედე შემთხვევითო – აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც ” – კობახიძე

ოქტომბერი 8, 2025
27
მთავარი

„მიმინო“ არის ასეთი კინო-ფილმი და იქ, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია- ჭაღს გააფუჭებს პერსონაჟი, როგორ გააფუჭეო, რომ ეკითხებიან, სკამით გავედე შემთხვევითო. აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც. რასაც მიაწვენ ის ჩამოვარდა. ჭიშკარს რომ მისწოლოდნენ...

დაწვრილებითDetails

“ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია” – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 8, 2025
18
მთავარი

არის ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად, ქალბატონი იუკნევიჩიანე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას - ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

ნიკა მელია ციხიდან წერილს ავრცელებს

ოქტომბერი 7, 2025
383
მთავარი

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია, საპატიმროდან წერილს ავრცელებს და ოთხ ოქტომბერს თბილისში  განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც ის წერს, ვართ გრძელვადიან ბრძოლაში, ამიტომ ყოველი გაუთვლელი ნაბიჯი, ყოველი ატროკება და აჩქარება ცვლილებებს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში” – თინა ბოკუჩავა

ოქტომბერი 7, 2025
30
მთავარი

ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ თვალსაზრისით პატრონსაც კი გაასწრო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

“ორგანიზატორების ოჯახის წევრები საუბრობდნენ ღალატზე” – ლევან სანიკიძე

ოქტომბერი 7, 2025
53
მთავარი

ორგანიზატორები ფლობდნენ გეგმას. მათი ოჯახის წევრები ღიად საუბრობდნენ ღალატზე. მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან განმარტება მოხდეს, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლოს გეგმას გადაუხვიეს, - ამის შესახებ „ერთიანი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».