წალენჯიხაში, ინწრას ხეობაში, პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახლაგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.
“შემთხვევა ჩანჩქერიდან 800მ მოხდა, გოგონას ფეხი აუსრიალდა და კლდეზე გადაიჩეხა. ის მეგობრებთან ერთად იყო.
ამ წუთებში მის ცხედარს ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
მობილიზებულია წალენჯიხის პოლიციის მთელი სამმართველო. მათ შეძლეს სამანქანო გზიდან 5 კილომეტრის დაშორებით ფეხით სავალი გზაზე, ღრმა ხეობაში გოგონას ცხედრის პოვნა. და სამანქანო გზამდე ხელით გამოყვანა.
გარდაცვლილი 35 წ გოგონა პოლონეთის მოქალაქეა”-წერენ სოც. ქსელში