LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

დაპოსტა 2025/06/19-ში
A A
7.9k
ნახვა
გაზიარება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 189 820 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 189,820 მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი.

„189 820 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (82%). 16% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 2%-ია გაფორმებული. ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 15.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 4.5 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 2.7 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.1 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.0 მლრდ. ლარი.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 54,895 ლარს, სამომხმარებლო სესხის 36,553 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 166,091-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 967,133 ლარს შეადგენს.

2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდებოდა და 2024 წლის ოქტომბრის თვეში 0.3% შეადგინა. თუმცა, შემდეგ თვეებში გაიზარდა და 2025 წლის თებერვალში 2.4% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისიდან. ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება და გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები წნეხს ჰქმნის ინფლაციის ზრდაზე მომდევნო თვეებში. თუმცა, მეორე მხრივ მოსალოდნელია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, მივიღოთ გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავალი რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ. აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია შემცირება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს. ასევე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები), რაც აისახა ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაზრდილ მერყეობაზე და შექმნა გაუფასურების მოლოდინი. პრობლემებია ტურიზმის სექტორშიც. მეორე მხრივ, შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე მოსალოდნელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, რაც შეასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. შესაბამისად ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან საგარეო და შიდა გამოწვევების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოტენციალი არ არსებობს“, – აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში“.

გაზიარება3140

დაკავშირებული -პოსტები

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5...

დაწვრილებითDetails

შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით- დაკავებულია 2 პირი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან...

დაწვრილებითDetails

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
მთავარი

ტა­ბახ­მე­ლა­ში გუ­შინ სკო­ლის პე­და­გო­გის ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. ად­გილ­ზე ნა­ხეს ქა­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლიც, სა­დაც მისი ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქა­ლის...

დაწვრილებითDetails

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები...

დაწვრილებითDetails

„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"