აზოვსტალის ქარხანაზე საჰაერო იერიშის დროს რუსი ოკუპანტების მხრიდან აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“2022 წლის 14 მაისს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს თავდასხმები ქალაქ მარიუპოლის დამცველებზე.
ღია წყაროების მიხედვით, ოკუპანტები იყენებენ ცეცხლგამძლე ჭურვებს თერმიტის ფენებით, რაც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.










