ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინები უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ გართულებების ყველაზე დაბალი რიცხვი აქვთ.
მისივე თქმით, „სინოვაკი“, რომლითაც ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება, 30 ქვეყანაში გამოიყენება.
„სინოვაკი“ არის ერთ-ერთი ორი ყველაზე ცნობილი ჩინური ვაქცინიდან. ორივეს, „სინოფარმს“ და „სინოვაკს“ დღესდღეობით საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს. 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება „სინოფარმი“ და დაახლოებით 30 ქვეყანაში „სინოვაკი“. თურქეთი და აზერბაიჯანი მთლიანად „სინოვაკის“ ვაქცინით იცრებიან. კვლევის შედეგები კარგია.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ითვლება, რომ ჩინური ვაქცინები სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ აქვთ ყველაზე უფრო დაბალი რიცხვი გართულებების. შესაძლოა, ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი, განსაკუთრებით კრიტიკულად მძიმე შემთხვევებისგან და ასევე, აქვთ უსაფრთხოების ძალიან კარგი პროფილი. ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია თამამად გააგრძელოს მაღალი აქტივობა ვაქცინაციის პროცესში“ , – განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. „სინოვაკით“ აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.