მომღერალი და მსახიობი, სელენა გომესი ტაბლოიდებთან გულწრფელობით გამოირჩევა, ის საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზეც ღიად საუბრობს. ამჯერად მორიგ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ვირტუალურ სამყაროსთან მოწყვეტამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
„ინტერნეტთან შეხება 4 წელზე მეტია არ მქონია და ახლა უფრო ბედნიერი ვარ, უფრო მეტად ვტკბები და ხალხთანაც უფრო მეტი ურთიერთობა მაქვს. ახლა ინფორმაციას ადამიანებისგან ვიგებ“, – ამბობს ვარსკვლავი.