LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ინსულტის განვითარების ასაკი გაახალგაზრდავებულია” – ზაზა თელიას რეკომენდაციები

დაპოსტა 2023/12/12-ში
42
ნახვა
გაზიარება

ინსულტის სტატისტიკა ყოველწლიურად იმატებს და ის ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ დაავადებად ითვლება. ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, არის თუ არა ინსულტის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი და რა სიმპტომები ახასიათებს მას:

– ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. სიმპტომები შესაძლოა, წამებში, წუთებში განვითარდეს.

  • ხდება ბალანსის დარღვევა, შესაძლებელია, ამას თან ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
  • მხედველობის გაუარესება, პაციენტს ბუნდოვანი მხედველობა აღენიშნება.
  • სახის ერთი ნაწილის ასიმეტრია ფიქსირდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წამებში ვითარდება.
  • ზედა, ან ქვედა კიდურის სისუსტე, შესაძლოა, სიარულის გაძნელება აღენიშნებოდეს, ან პაციენტი საერთოდ დაეცეს.
  • პაციენტს უჭირს მეტყველება
  • დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას იმიტომ, რომ ინსულტის დროს სწრაფი ჩარევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

როგორც წესი, ინსულტი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით იწყება. როგორც აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია, სასწრაფო დახმარების გამოძახება და პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანა.

ორი ტიპის ინსულტი არსებობს – იშემიური და ჰემორაგიული.

  1. იშემიური ინსულტი შეიძლება თრომბით განპირობებული იყოს, რა დროსაც კონკრეტული სისხლძარღვი თრომბით დაიხშობა და სისხლის მიმოქცევა ირღვევა.
  2. იშემიური ინსულტი შესაძლოა არითმიული კარდიოემბოლიით იყოს განპირობებული, როდესაც შესაძლებელია, ადამიანს გულის არითმია, მათ შორის, მოციმციმე არითმია ჰქონდეს და ამან გამოიწვიოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაკონტროლოთ.
  3. გარდა ამისა, იშემიური ინსულტი შესაძლოა, ცერებრული ჰიპოპერფუზიით იყოს განპირობებული. ის კარდიოლოგიურ პრობლემებს, გულის უკმარისობას,ფილტვის ემბოოლიას, სეფსისს შეიძება უკავშირდებოდეს, რამაც შესაძლოა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დაარღვიოს.

ჰემორაგიული ინსულტი უფრო ვერაგ ინსულტად ითვლება, როდესაც თავის ტვინში უკვე სისხლდენა მიმდინარეობს. ეს შესაძლოა, ისევ და ისევ კარდიოლოგიური პრობლემებით იყოს განპირობებული, როგორიცაა ჰიპერტენზია, ანუ წნევის მატება, ტრავმა და ანევრიზმის გასკდომა.

რა კვლევები უნდა ჩავიტაროთ იმის განსასაზღვრად, ვართ, თუ არა რისკის ქვეშ?

როგორც წესი, კარდიოლოგიური გამოკვლევა მნიშვნელოვანია. გულის კარდიო-ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და ჰოლტერმონიტორინგი, როდესაც პაციენტი 24 საათის განმავლობაში დაკვირვების ქვეშაა.

ის ადამიანები, რომლებსაც არითმია აწუხებთ, მედიკამენტებს განუწყვეტლივ უნდა იღებდნენ იმიტომ, რომ მედიკამენტი აკონტროლებს, რომ რითმი არ დაირღვეს. თუმცა, მედიკამენტი, რა თქმა უნდა, სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს.

ვინ არის რისკ-ჯგუფი?

ზოგადად, ითვლება, რომ ინსულტი, როგორც წესი, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო გვხვდება. თუმცა, საგანგაშო და საინტერესო სტატისტიკაა ის, რომ 2019 წლის მონაცემებით, ინსულტის შემთხვევების 63% 70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა. ასევე, საგანგაშო არის ის, რომ დაფიქსირებული ინსულტების 89% დაბალი, ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა, ისეთებში, როგორშიც საქართველოც ითვლება.

სამწუხაროდ, ინსულტის განვითარების ასაკი გაახალგაზრდავებულია.

ინსულტის რისკ-ფაქტორად ითვლება:

  • არასწორი ცხოვრების წესი, მათ შორის, ჭარბი წონა, სიმსუქნე
  • თამბაქოს მოხმარება
  • დისლიპიდემია – მეტაბოლური პრობლემები
  • ალკოჰოლიზმი
  • ნარკოტიკების მოხმარება
გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

იგეგმება 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება- “ენგურჰესი”-ს თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ

თებერვალი 26, 2026
77
მთავარი

შპს ენგურჰესში „რეორგანიზაციის“ პროცესის ფარგლებში 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ინფორმაცია მაუწყებელს თავად დასაქმებულებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საწარმოში მიმდინარეობს შტატების შემცირების პროცესი. ენგურჰესის გენერატორები და ძირითადი სამუშაო ნაწილი მდებარეობს გალის რაიონის...

დაწვრილებითDetails

“ეს ავადმყოფი აგვედევნა”- ქუთაისში მოქალაქე სოციალურ ქსელში გაფრთხილებას ავრცელებს

თებერვალი 26, 2026
890
მთავარი

"ფალიაშვილის ქუჩა,13 22:40 სიტუაციას და მომენტს თუ რაც ხდება ყველა საღად მოაზროვნე ხედავთ. გოგონები ვიყავით დაბადებისდღეზე ეს ავადმყოფი აგვედევნა ფალიაშვილამდე გამოგვყვა და იქ მჯდომი რაებსაც აკეთებდა აღარ ვიტყვი ძნელად მისახვედრი...

დაწვრილებითDetails

უკრაინას არ სჭირდება დარიგებები რუსული ნარატივების რეტრანსლატორებისგან- უკრაინის რადას თავმჯდომარე

თებერვალი 26, 2026
35
მთავარი

"გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის - ქარქაშში...

დაწვრილებითDetails

ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი სამხედრო კაპ­რა­ლი ლავ­რენ­ტი მა­კა­რა­ძეა

თებერვალი 26, 2026
810
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქო­ბუ­ლე­თი - ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე. უმ­ძი­მეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ავ­ტო­ბუ­სი და სატ­ვირ­თო შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ავა­რი­ის დროს ავ­ტო­ბუს­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. "დღეს,...

დაწვრილებითDetails

ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

თებერვალი 26, 2026
29
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის...

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები-მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩის დაბარების საკითხზე

თებერვალი 26, 2026
32
მთავარი

მაკა ბოჭორიშვილმა განცხადება გააკეთა სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის ელჩთან – “ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას… 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა სანქცირების გადაწყვეტილებას”....

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ

თებერვალი 26, 2026
2.5k
მთავარი

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ, ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი...

დაწვრილებითDetails

“თუ მოჰკრავთ თვალს, აუცილებლად შეგვეხმიანეთ…“ – ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს

თებერვალი 26, 2026
61
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ოჯახი და ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ჯემალი ხვედელიძე სახლიდან 21 თებერვალს გავიდა. „ვეძებთ ჯემალი ხვედელიძეს. გთხოვთ, გულდასმით წაიკითხეთ და გააზიარეთ...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 26, 2026
25
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დაწვრილებითDetails

წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი – განახლებული პროგნოზი

თებერვალი 26, 2026
64
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».