ინდონეზიაში, ტანიმბარის კუნძულებზე 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ სახლების დატოვონ. ასევე, ამოქმედდა ცუნამის საშიშროების გაფრთხილების სისტემაც. ტანიმბარის კუნძულები დაახლოებით 30 კუნძულის ერთობლიობაა ინდონეზიის მალუკუს პროვინციაში.
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, დაახლოებით ოთხი შემდგომი ბიძგი დაფიქსირდა ავსტრალიის გარკვეულ ნაწილებშიც.
ინდონეზიის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 15 სახლი და სკოლის ორი შენობაა დაზიანებული. დაშავდა ერთია ადამიანი. რყევები დაახლოებით 3-5 წამამდე გაგრძელდა.