ინდონეზიაში, იტალიელი სერფერი, ჯულია მანფრინი ტრაგიკულად დაიღუპა. მას სერფინგის დროს ხმალთევზა შეეჯახა, რომელმაც გულ-მკერდის არე დაუზიანა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გარდაცვლილის ბიზნეს პარტნიორის, კოლსტონის განმარტებით, 36 წლის ქალი, მენტავაის კუნძულებზე, შორეულ კუნძულთა ჯაჭვში იმყოფებოდა, როდესაც მისი სიცოცხლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.