ინდოეთში, პირველად 25 დღიანი უწყვეტი პიკის შემდეგ, კორონავირუსის 300,000-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე, 28 აპრილიდან მოყოლებული, ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდებოდა.
7 მაისს ვირუსი 414,390 ადამიანს დაუდგინდა.
ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 4,106 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 274,390-ს აღწევს. ინფიცირებულია 25 მილიონამდე ადამიანი.
თუმცა, ამ ფონზე ინდოეთს ტროპიკული ციკლონი “თაუქთაე” უახლოვდება, რასაც ძლიერი, გადაუღებელი წვიმები მოჰყვება.
რა გავლენას იქონიეს ციკლონი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, უცნობია. მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებელმა კლება დაიწყო.