ინდოეთში კორონავირუსის მორიგი მუტაცია აღმოაჩინეს.
B.1.618 არის კორონავირუსის ახალი ხაზი, რომელიც უმეტესად ინდოეთშია გავრცელებული და მას ცალკე გენეტიკური ვარიანტების ნაკრები აქვს, მათ შორის E484K, რომელიც იმუნური პასუხის აცილების ძირითადი ვარიანტია.
ეს არის კორონავირუსის მეორე ხაზი, რომელიც გამოვლენილია ინდოეთიდან. პირველი აღმოაჩენილი იყო B.1.617, რომელიც ცნობილია, როგორც კორონავირუსის ორმაგი მუტაციის მქონე ვარიანტი.
ბოლო თვეების განმავლობაში ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალიაში B.1.618-ის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ცნობისთვის :
გასული 24 საათის განმავლობაში, ინდოეთში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 295,041 ახალი შემთხვევა.
კორონავირუსით 2,023 ადამიანი გარდაიცვალა.
ინდოეთი ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 15 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 182,000-ზე მეტი ადამიანი.