ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 217,353 შემთხვევა აღირიცხა. ეს პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში ინდოეთში 1,185 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ ინდოეთში აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც სხვა მუტირებული ვირუსებისგან მკვეთრად განსხვავდება და ამ დროისთვის მისი შესწავლა მიმდინარეობს.
ინდოეთის ცენტრში, ქალაქ მუმბაიში სრული ლოკდაუნია გამოცხადებული.
ამას გარდა, გუშინ ე.წ ინდოეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ინგლისში და შოტლანდიაში.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს რომ აღმოჩენილია 77 ახალი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინდოეთის შტამს უკავშირდება, აქედან 73 ინგლიში, 4 კი შოტლანდიაში.