ინგუშეთში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რესპუბლიკის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თავდამსხმელები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მომხდარზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
“ქვით გაუხეთქა თავი” – საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა, სასტიკი მკვლელობის დეტალები
საგარეჯოში ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა. მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა. როგორც მოკლული ქალის ახლობლები ყვებიან ,მამაკაცმა მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა. ის რამდენიმე...