LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ინგლისში 3 გოგოს მკვლელობის შემდეგ დაწყებული პროტესტი გრძელდება

დაპოსტა 2024/08/05-ში
14
ნახვა
გაზიარება

ინგლისში 3 გოგოს მკვლელობის შემდეგ დაწყებული პროტესტი გრძელდება.

4 აგვისტოს დილას, სამხრეთ იორკშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ როტერჰემში სასტუმრო Holiday Inn Express-ის წინ, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, შეიკრიბნენ როგორც მიგრაციის მოწინააღმდეგეები, ასევე მისი მომხრეებიც. გამართული საპროტესტო აქცია ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა.

მას შემდეგ, რაც პროემიგრაციულმა მოძრაობა Stand up to Racism-მა (დაუპირისპირდი რასიზმს) დატოვა სასტუმროს ტერიტორია, ანტიემიგრაციული მოძრაობის პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეები სასტუმროს ფანჯრებს აგურებსა და ქვებს ესროდნენ, რამდენიმე ფანჯარა ჩაიმტვრა. მონაწილეები ასევე დაუპირისპირდნენ პოლიციას, გადაკეტეს სასტუმროსკენ მიმავალი გზა და ცეცხლი წაუკიდეს შენობას, სადაც სასტუმროს ელექტროგენერატორი იყო მოთავსებული.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ბრიტანეთის ქალაქებში მიმდინარე პროტესტებს  “არა პროტესტი, არამედ ორგანიზებულ ძალადობა” უწოდა.

მან ასევე გააფრთხილა ძალადობრივი ჯგუფები, რომ ისინი თავიანთ ქმედებებს “ინანებენ” და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

სტარმერმა, როტერჰემის ძალადობრივი აქციის მონაწილეებს “ულტრამემარჯვენე ბანდები” უწოდა, რომლებიც “აპირებენ კანონის დარღვევას”. მისი თქმით, სასტუმროს თანამშრომლებმაც და სტუმრებმაც სიკვდილის შიში განიცადეს.

“თუ თქვენ ადამიანებს კანის ფერისა ან რელიგიის გამო დევნით, მაშინ ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად, თქვენ ულტრამემარჯვენეები ხართ”. – თქვა სტარმერმა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით საზოგადოების ეს ნაწილი ბრიტანეთს არ წარმოადგენს.

“რაც არ უნდა იყოს აშკარა მიზეზი ან მოტივი… ჩვენ არ ვარჩევთ, დანაშაული დანაშაულია და ეს მთავრობა მას შეებრძოლება”. – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

29 წლის მოდელს დანით 60 ჯრილობა მიაყენეს

ოქტომბერი 15, 2025
33
მთავარი

მილანში ფემიციდის მორიგი შემთხვევა — 29 წლის მოდელი დანით 60-ჯერ დაჭრეს საკუთარ სახლში იტალია, მილანი — გუშინ ღამით იტალიაში კიდევ ერთი ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. 29 წლის მოდელი პამელა ჯენინი, რომელიც...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ავტო გამოცდაზე გამომცდელს დანით ემუქრებოდა

ოქტომბერი 15, 2025
522
მთავარი

"პირველების" იფორმაციით, ზუგდიდში, მომსახურების სააგენტოდან გასული საგამოცდო ავტომობილში მყოფი პირი, გამომცდელ ინსტრუქტორს დანით დაემუქრა გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრისთვის. TV პირველს ეუბნებიან, მოქალაქე სვანეთიდან იყო ჩამოსული და წარსულში 6-ჯერ იყო გამოცდაზე ჩაჭრილი. პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებითაა-დავით ფანჩულიძე

ოქტომბერი 15, 2025
12
მთავარი

"ჩვენი პროგრამის,  აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლის მიზანია სასოფლო- სამეურნეო კულტურების დაცვა დაზინებისაგან, რაც პრაქტიკულად მიღწეულია მიმდინარე წელს, რაც გამოიხატება იმაში რომ წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებით არის . ზაფხულის...

დაწვრილებითDetails

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს

ოქტომბერი 15, 2025
80
მთავარი

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს პირველ ჯერზე ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ავარიაში მოჰყვა, შემთხვევის შემდეგ 15 წლის მძღოლმა და მისმა 33 წლის მგზავრმა გაქცევა ცადეს, თუმცა ორმა...

დაწვრილებითDetails

დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება- სუს განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
190
მთავარი

"ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში...

დაწვრილებითDetails

“არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია გამოიწვია”

ოქტომბერი 15, 2025
12
მთავარი

ცნობისმოყვარე ფოცხვერმა ფოტოხაფანგში სელფი დაგვიტოვა მას და სხვა უამრავ სახეობას საკვებით, წყლით თუ თავშესაფრით იორის ჭალის ტყე უზრუნველლყოფს, რომელიც სამიგრაციო გზის ფუნქციასაც ასრულებს. სამწუხაროდ, არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია...

დაწვრილებითDetails

ბრიტანეთში ვირებმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ოქტომბერი 15, 2025
21
მთავარი

ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე საგრაფოს, ლინკოლნშირის ბინადარი ორი ვირი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. დიდი დერიკი, რომლის სიმაღლე 167 სანტიმეტრია, ცოცხალ ვირებს შორის ყველაზე მაღალია, მისი მეგობარი ბამბუ კი, ცნობილი თავისი საოცარი,...

დაწვრილებითDetails

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვაკანსიებს აქვეყნებს

ოქტომბერი 15, 2025
34
მთავარი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით. გაეცანით პოზიციებს, შემდეგ რეგიონებში: თბილისი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
591
მთავარი

თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაკრებს კაპიტნობდა, მიმართვას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი...

დაწვრილებითDetails

რუსეთი არ აპირებს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდას

ოქტომბერი 15, 2025
77
MOSCOW, RUSSIA - DECEMBER 17, 2020: Russia's Presidential Spokesman Dmitry Peskov looks on during the 16th annual end-of-year news conference by Russia's President Vladimir Putin at the World Trade Centre. Sergei Bobylev/TASSРоссия. Москва. Пресс-секретарь президента РФ Дмитрий Песков во время большой ежегодной пресс-конференции президента РФ Владимира Путина в Центре международной торговли на Красной Пресне. Сергей Бобылев/ТАСС
მთავარი

რუსეთი არ აპირებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდას | ამის შესახებ, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ“ | თქვა პესკოვმა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ოკუპირებულ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».