,,ბევრჯერ წავიკითხე ამ დღეებში – “ამ სტატუსების წერას, საქმით დაეხმარეთ უკრაინასო”.
ჰოდა, იმ საქმეზე აუცილებლად უნდა გიამბოთ, 25 ათასმა ქართველმა დედამ რომ მიიღო მონაწილეობა.
ერთი პაწაწინა ქართული ჯგუფია, ლაქტაცია და განვითარება ?????? , (მისი ერთ-ერთი ადმინი მეც ვარ.) სხვა ჯგუფებს არაფრით ჰგავს და ახლაც დაამტკიცა ეგ ? იქაურობის ადმინებს მომი • Momy -სთან ერთად გაგვიჩნდა იდეა, უკრაინელ დედებსა და ახალშობილებს ცოტათი მაინც დავხმარებოდით.
იცით, რა რთულია პირველი დღეები ახალი დედისათვის მშვიდ სიტუაციაშიც კი. მითუმეტეს რთულია დედობა, როცა ტყვიები გაწვიმს და ბომბებს ემალები.
გოგოებმა ბევრი ირბინეს ჩვილი ბავშვებით ხელში დღეს, ამანათები მოაწესრიგეს და ქართველი დედების სახელით უკრაინაში გაუშვეს.
თან დადებითი ენერგია და კეთილი სურვილები გააყოლეს, რომ ამ საოცარ ერს ყველაფერი კარგად ექნება და ბოროტება აუცილებლად დამარცხდება. ??
დიდება უკრაინას, დიდება გმირებს ??”- წერს შორენა ლაღაძე.