,,ომსა და სიმღერაზე უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა!
გლოვაც სიმღერად გვაქვს ქართველებს, ის კუბოსთან ტირილიც მუსიკაა.
ომშიც სიმღერით მივდიოდით.
სანგრებში მღეროდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს და მხოლოდ სანგრებში?
კონცერტებს აწყობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებისთვის!
მარტო კონცერტებს?
ბრძოლასა და ბრძოლას შორის ცეკვების საღამოსაც აწყობდნენ, იმიტომ კი არა, რომ არ ახსოვდათ თავიანთი მკვდრები, იმიტომ რომ მათ კიდევ ერთხელ შეეგრძნოთ რისთვის იბრვიან – მშვიდობისთვის, სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის!
9 აპრილსაც ამიტომ ვმღეროდით!
მკვლელსაც შეუძლია სიმღერა, მაგრამ არავის შეუძლია ისე სიმღერა, როგორც ოჯახის გადასარჩენად გამოსულ ადამიანს.
ეკლესიაშიც სიმღერაა, ხალხო, პარაკლისიც მუსიკაა და ჯვრისწერაც…
საბრძოლო ყიჟინიც მუსიკა იყო და…
ჰიმნსაც მაგიტომ ისმენენ სპორტსმენები შეჯიბრების წინ:)
უამრავი სიმღერა და მუსიკა დაიწერა შუაგული ომის დროს!
უკრაინის თავშესაფრებში ქალები შვილს აჩენენ, უყვართ და იმედი აქვთ, ამიტომ არ ტოვებენ ქალაქებს!
ისინიც მღერიან, იმ თავშესაფარში!
თქვენ წარმოიდგინეთ, საჭმელსაც ჭამენ და სექსიც ექნებათ, თუ ბრძოლასა და ბრძოლას შორის საყვარელ ადამიანს ნახავენ.
ასე რომ, იმღერონ, მეგობრებო, უმღერონ, არაფერი ცუდი ამაში არაა!
არაა მუსიკა და სიმღერა იმნაირი:) “-წერს თამო კეშა