ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის მიერ ქალაქში ტურიზმის მიმართულების განვითარებისა და არსებული პრობლემის შესახებ შეხვედრა შედგა. შეხვედრას ქუთაისის ვიცე -მერე ჟურნალისტები არსამთავრობო ორგანიზებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„იმერული ღვინის გზის ირგვლივ უნდა მოწესრიგდეს ინფასტრუქტურა“-ამის შესახებ სასტუმრო სოლომონის დამფუძნებლემა ისაუბრა. მისი თქმით ინფრასტრუქტურული პრობლემებში შედის ბუნებრივი აირის, წყლის გაყვანა და წყალარინების ქსელის მოწესრიგება.
„შემიძლია ორი მაგალითი, ქუთაისი -წყალტუბოს დამაკავშირებელი გზა და მოწამეთის მიმდებარე ტერიტოარია დაგისახელოთ. პრობლემად დგას ასევე ტრანსპორტის წყვეტა ქუთაისის აეროპორტსა და ქალაქ შორის . ასევე მნიშვნელოვანია ახალი ატრაქციების შექმნა. ბაგრატის ტაძარის ტერიტორიაზე გამორჩეულია არა მარტო ტაძარი და კარგი იქნება ამის წარმოჩენა, თუნდაც იმისათვისა რომ ქუთაისი პოზიციონირდეს, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოს რუკაზე“
„ის ძირითადი საკითხები , რომლებსაც ტურისტები პრობლემურად ასახელებენ ეს ქალაქში მაწანწალა ძაღლების დიდი რაოდენობა , კაფე-რესტორნებისა და ღია სივრცეების ნაკლებობა, პრობლემურად აღნიშნავენ ასევე ფეხით სავალი ნაწილების სიმცირე და ქალაქის ცენტრში გადატვირთული მოძრაობა“-განმარტა გოგონაძემ.