ნინი დეკანოიძე ჭიატურის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლობდა. მან 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქიმიაში 75-დან 74 ქულა მიიღო, ინგლისურში კი მაქსიმალური 80 ქულა დააგროვა.
ნინი დეკანოიძესთან ინტერვიუს mshoblebi.ge აქვეყნებს
– ჯერჯერობით არ ვიცი, რაზე ვაბარებ, შეიძლება ბიოქიამაზე შევაჩერო არჩევანი, ან ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარო. ქიმია მეოთხე საგნად იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობიდან დავუკავშირე ცხოვრება ამ საგანს. ფაქტობრივად წერა-კითხვა ბებოს ლაბორატორიაში ვისწავლე. ქიმიის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდი, სხვაგან ვერ წარმომედგინა ჩემი თავი. ინგლისური ენის შესწავლის შემდეგ დავიწყე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა და კიდევ უფრო დავინტერესდი ქიმიით. რაც შეეხება სხვა გამოცდის შედეგებს (უნარებში – 77, ქართულში – 66, ინგლისურში – 80). ვფიქრობ, რომ უფრო მეტიც შემეძლო, ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეცდომები მქონდა. ქიმიაშიც ერთი ქულა უპატიებელი შეცდომის გამო დამაკლდა. – ამბობს ნინო დეკანოიძე