ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 163 საიდანაც:
6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 596, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 389.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 633, აჭარაში – 124, იმერეთში – 514.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 43, იმერეთში – 32.
1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 – თბილისში, 253 – აჭარაში.
37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 1 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 295 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 319 ადამიანი.









