საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონში, სოფელ ჩალხეეთთან იყო. ბიძგები იგრძნობოდა ქუთაისში.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიდიდემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.