იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული – წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ადგილობრივმა სამართალდამღრვევმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის-სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.









