იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ქუთაისში ცხელების კლინიკაში ვიზიტი იქ არსებული ვითარების შეფასებას და იმის გარკვევას ისახავს მიზნად, თუ რამდენად მომზადებული ხვდება ერთ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკურ ეტაპს.
აღნიშნული თემა აქტუალური პრემიერ მინისტრის მიერ გუშინ გამართულ ვიდეოკონფერენციაზეც იყო.
რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობის მეთაურისგან მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით.
ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი- აღინიშნა ვიდეოშეხვედრაზე.