ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 823 დაფიქსირდა – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმერეთის საავადმყოფოებში ამ ეტაპზე 1 325 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 247, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 52. იმერეთის კოვიდ-სასტუმროებში, 393 პირია მოთავსებული, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 27.
იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 409 ადამიანია მოთავსებული.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 145 287-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 614 გარდაცვალების შემთხვევა.