ბოლო 24 საათში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 708 დაფიქსირდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 357 ადამიანი იმყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტია 259, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება 77.
იმერეთის კლინიკურ-სასტუმროებში 370 პირია მოთავსებული, საკარანტინე სივრცეებში კი 28.
თვითიზოლაციაში იმყოფება 5 647 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა.