დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 673 დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 332 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 257, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 48. იმერეთის კოვიდ-სასტუმროებში 409 პირია მოტავსებული, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 27.
იმერეთში თვითიზოლაციაში 5 572 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა.