დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 662 დაფიქსირდა – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 201 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 214, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 41.
იმერეთოს კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 285 პირი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 35.
ამ ეტაპისთვის რეგიონში, თვითიზოლაციაში იმყოფება 4 765 ადამიანი..
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე.სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 195 გარდაცვალების შემთხვევა.