ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 533 გამოვლინდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 370 იმყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტია 242, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 53. იმერეთის კლინიკურ-სასტუმროებში 165 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინე სივრცეებში კი 7.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 6 312 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი.










