LIVE TV
სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი

დაპოსტა 2025/10/14-ში
41
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო
ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1982 წელს დაბადებული კ.ა.; 1993 წელს დაბადებული კ.ა.; 1995 წელს დაბადებული ზ.ბ.; 1995 წელს დაბადებული ნ.ხ.; 1968 წელს დაბადებული თ.ქ.; 1957 წელს დაბადებული რ.ფ. და 1988 წელს დაბადებული მ.ქ.; ასევე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ც. და 1949 წელს დაბადებული რ.ა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს – სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები, პისტოლეტები, მჭიდები, 2 ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა – იუსტიციის სამინისტრო

ოქტომბერი 14, 2025
6
მთავარი

2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და რა გავითვალისწინოთ? ჩვენ არაფერი გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 14, 2025
4
მთავარი

როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე - ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას და რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე?...

დაწვრილებითDetails

ყველაზე დიდი ბრუნვის ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული – 2025 წლის მონაცემები

ოქტომბერი 14, 2025
59
ეკონომიკა

საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული. ამის შესახებ საქსტატის მიერ “ბიზნესპრენსიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის მოგება წლიდან წლამდე იზრდება,...

დაწვრილებითDetails

ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო – ირაკლი კობახიძე კანონმდებლობის ცვლილებაზე

ოქტომბერი 14, 2025
4
მთავარი

ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რათა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე - ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება, -...

დაწვრილებითDetails

ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევაა – არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი

ოქტომბერი 14, 2025
5
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს....

დაწვრილებითDetails

რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ

ოქტომბერი 14, 2025
16
მთავარი

რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ სექტემბრის დასაწყისში მიღებული კანონები კიდევ მეტად მკაცრდება. ცვლილებები “სისხლის...

დაწვრილებითDetails

შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე – ცვლილებები კანონში

ოქტომბერი 14, 2025
8
მთავარი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის,...

დაწვრილებითDetails

მოიპარეს მსოფლიოში ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი

ოქტომბერი 14, 2025
35
მთავარი

დორტმუნდის ბოტანიკური ბაღიდან, „რომბერგპარკიდან“ მსოფლიოში ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი მოიპარეს. ბაღში იზრდებოდა ტიტანური ამორფოფალუსი, რომელსაც „დავითი“ ერქვა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მებაღეებმა შენიშნეს, რომ მცენარის ბოლქვი, რომელსაც „დავითის“ „ძილის“...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ოქტომბერი 14, 2025
13
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

ოქტომბერი 14, 2025
100
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა. „საქართველოს პრეზიდენტის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».