გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
“ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში , მოქალაქეს საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი ცირკული ტიპის სახერხი საამქრო. ტერიტორიიდან ამოღებულია წიწვოვანი სახეობის 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში. მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე – 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი.
ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24- საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.” – ნათქვამიია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ