იმერეთის და აჭარის რეგიონებში გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსის ახალი შემთხვევევები არ გამოვლენილა.
ქუთაისის ლაბორატორიაში 103 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულ ნიმუშებს შორის არის სოფელ ღვანკითიდან გადაგზავნილი 12 პირის ანალიზი. „კოვიდ 19“ არც მათ დაუდასტურდათ.
აჭარაში კი , 24 საათის განმავლობაში 200 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.