იმერეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების 8%-ია განთავსებული – ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების უმრავლესობა 60%, თბილისშია რეგისტრირებული, მერე ადგილზე 13%-ით აჭარაა, მესამე ადგილზე კი იმერეთია. აქ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების 8%-ია რეგისტრირებული.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული როგორც აქტიური ასევე
პასიური სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელ სუბიექტთა რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული „აქტიური“ სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელ სუბიექტთა უმრავლესობა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერაა დაფუძნებული.
ბოლო ოთხ წელიწადში მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით შეტანილი თანხის მოცულობა.