დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველო ისტორიის განმავლობაში პირველად ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
რა თქმა უნდა, იმერეთი სიამაყით უერთდება ამ ისტორიული დღის აღნიშვნას – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ქუთაისის მერიის შენობაზე გადმოფენილი ბანერებით ამ უმნიშვნელოვანესი დღისადმი ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ.
მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროსაბჭოში პრიორიტეტულ თემებს სწორედ საქართველო განსაზღვრავს, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად და წარმატებით გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას.
საქართველო ევროპის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია – მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!