ბოლო ოტხი წლის განმავლობაში იმერეთში 396 ეკომიგრანტი დარეგისტრირდა, განსახლეული კი 87-ია – ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა.
მონაცემების მიხედვით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ეკომიგრანტი აჭარაში (1 676), გურიაში (498), იმერეთსა (396) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (387) დარეგისტრირდა. ხოლო ყველაზე მეტი ეკომიგრანტი აჭარაში (406), ქვემო ქართლში (386), კახეთსა (109) და გურიაში (102) განსახლდა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ეკომიგრანტი 2017 წელს დარეგისტრირდა. ამასთან, ყოველწლიურად განსახლებული ეკომიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმავე წელს დარეგისტრირებულთა რაოდენობას. ეკომიგრანტთა უმეტესობა აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოზემო სვანეთშია რეგისტრირებული. ხოლო ყველაზე მეტი ეკომიგრანტი აჭარაში, ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში განსახლდა.
2018 წელს საქართველოს მასშტაბით 605 ეკომიგრანტია რეგისტრირებული, 338 კი განსახლებული.