ბოლო 24 საათში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 338 დაფიქსირდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმერეთის საავადმყოფოებში ამ ეტაპზე 1 350 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე 269, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 53. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 124 პირია მოთავსებული, საკარანტინე სივრცეებში კი 7.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 6 233 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში 49 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირი.