მასწავლებელთა აღიარების რეგიონელური კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს
რეგიონული კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ.
ჟიური, რომელიც განათლების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, საუკეთესო მასწავლებლებს 4 ნომინაციაში გამოავლენს:
საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის)
სწავლებაში
საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში
საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენა და ლიტერატურა) სწავლებაში
საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში
ჟიურის შემადგენლობაში არიან:
1. შალვა ამონაშვილი, დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი;
2. სიკო ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
3. მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მშობლები განათლებისთვის;
4. ზურაბ ვახანია, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფიზ.-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები 2021 წლის ივნისში დასახელდებიან.









