იმერეთის მოსახლეობა 5%-ით შემცირდა – ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში, სასოფლო ტიპის დასახლებებში,
მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება, რაც ზოგადად ქალაქი/სოფლის სტრუქტურაზეც აისახება. ბოლო 4 წლის მონაცმებით, ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან
მოსახლეობაში 57.7%-დან 58.7%-მდე გაიზარდა.
მოსახლეობის რიცხოვნობა ბოლო 4 წელში 3.4%-ით გაიზარდა თბილისში, ხოლო 2.6%-ით აჭარაში. ორივე რეგიონში ზრდა საქალაქო დასახლებების ზრდის ხარჯზე მოხდა.
მოსახლეობის რიცხოვნობა განსაკუთრებით შემცირდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის (5.7%), იმერეთის (5%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (3.7%) რეგიონებში.
ამასთან, მოსახლეობის შემცირება ამ რეგიონების სასოფლო დასახლებებში მნიშვნელოვნად აღემატება იმავე რეგიონების საქალაქო დასახლებებში კლების მაჩვენებელებს.