LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

იმერეთის მაჟოროტარობის კანდიდატების წილები და კომპანიებთან კავშირები – ახალი კვლევა

დაპოსტა 2020/10/05-ში
2.8k
ნახვა
გაზიარება
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველო”  საარჩევნო სუბიექტების შესახებ მორიგ კვლევას აქვეყნებს.

მოკვლეული ინფორმაცია, ამჯერად,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობას ეხება.

კვლევის თანახმად, ჯამში ქვეყნის მასშტაბით,​ოპოზოციური პარტიის მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186,711 ლ. ამ კანდიდატთა შორისაა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც.
ის პირადად​ არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, მაგრამ მისი მეუღლე ნინო ანანიაშვილი ფლობს წილებს 2 კომპანიაში და არის ინდივიდუალური მეწარმე. ნინო ანანიაშვილი შპს „პირველი სავაჭრო კომპანია LTD First Trading Company“-ის 40%-ის მფლობელია, შპს „NINA ANANIASHVILI & WINE ART“-ში კი 50%-ს ფლობს.
,,ინდ.მეწარმე 2013-2016 წლებში შპს „NINA ANANIASHVILI & WINE ART-ს“ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგან მიღებული აქვს 3 მცირე პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი საერთო ღირებულებით 3,907 ლარი,”– წერია კვლევაში.
სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია და 3 კომპანიის წილებს ან და დირექტორის პოზიციას იკავებს წყალტუბოს, ვანის, ხონისა და სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი.
,,ნანუკა ჟორჟოლიანს მიჰყავს სატელევიზიო გადაცემა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“. შპს „მთავარი არხის“ 40%-ს ფლობს საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ მიერ დასახელებული კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ნატო ჩხეიძის მეუღლე ზაზა ოქუაშვილი. ის თავად არ არის პოლიტიკური შემომწირველი. მისმა ბიზნესპარტნიორმა, შპს „სუპერ ბორდის“ 5%-ის მფლობელმა კახაბერ ანჯაფარიძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2,500 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის 5%-ის მფლობელმა იზაბელა გუტიძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60,000 ლარი შესწირა.”
საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი კაპანაძე არის შპს „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ (წარსულში – შპს „დრონი.ჯი„) დირექტორი და 100%-ის მფლობელი.

,, ეს კომპანია ფლობს 100%-იან წილს კომპანიაში შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“, რომელშიც გიორგი კაპანაძე ასევე იკავებს დირექტორის პოზიციას.შპს „ინტერნეტ მედია ჯგუფს“ 2014-19 წლებში 6 მცირე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გაუფორმდა  საერთო ღირებულებით 11,500 ლარი. შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა“ კი 2012 წელს  5,600 ლარის 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.”

გიორგი კაპანაძემ 2020 წელს  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 300 ლარი შესწირა.
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარი კანდიდატი კახა გეწაძე და  მისი მეუღლე იანა ვიბლიანი ჩართული არიან სამეწარმეო საქმიანობაში და 7 კომპანიაში ფლობენ წილებს:
,,იანა ვიბლიანის კომპანიამ შპს „LITTLE STARS-მა“ 2012 წელს 3,793 ლარის ღირებულების 1 პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი მიიღო; შპს „თრეველ ვორლდს“ 2017-2018 წლებში პირდაპირი შესყიდვის 2 კონტრაქტი აქვს გაფორმებული საერთო ღირებულებით 78,425 ლარი; შპს „თრეველ ვორლდ ჯორჯიას“ კი 2018-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის 3 მცირე კონტრაქტი აქვს მიღებული საერთო ღირებულებით 5,650 ლარი.”
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კახა გეწაძემ 2018 წლის აგვისტოში ზესტაფონის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის სტატუსით შევსებულ დეკლარაციაში სრულად არ გაასაჯაროვა მისი და მისი მეუღლის კომპანიები. გარდა ამისა, მან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კომპანიების მართვის უფლება არ გადასცა სხვა პირს, რაც ინტერესთა შეუთავსებლობის კანონმდებლობის დარღვევაა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გასულ თვეში  კვლევა ,,ქართული ოცნების” მაჟორტარობის კანდიდატებზეც გამოაქვეყნა.

,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებმა იმერეთიდან პარტიას სხვადასხვა დროს ჯამში 374 ათას 875 ლარი შესწირეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ,,ქართულ ოცნებას” სხვადასხვა წლებში თანხები ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ და სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ გადაურიცხეს.

აქედან ყველაზე მეტი თანხა პარტიას ბეჟან წაქაძემ გადაურიცხა – 320 ათასი ლარი. ამ შემოწირულობით ის ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის იმ კანდიდატთა შორის მოხვდა, რომლებიც ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან.
,,მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნეს პარტნიორების ჩათვლით) არიან: გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ₾; ზაალ დუგლაძე – 990,000 ₾; ირაკლი ხახუბია 458,000 ₾; დავით სონღულაშვილი – 340,000 ₾ და ბეჟან წაქაძე – 320,000 ₾.”

ბეჟან წაქაძე ამავდროულად 50 პროცენტიან წილს ფლობს შპს „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრში“.  სამედიცინო ცენტრმა 2016-2019 წლებში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 7 ტენდერი მოიგო ჯამური ღირებულებით 111,339 ლარი.

საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 2014-16 წლებში „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ 50,000₾ შესწირა.
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ კი 2018 წელს 4,000₾ სალომე ზურაბიშვილს გადაურიცხა.
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ კი პარტიას 2014 წელს 875 ლარი  შესწირა. ის შპს „ლჯ და კომპანია – ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ 25% -იანი წლის მფლობელი და დირექტორია. კომპანია  ფლობს შპს „ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ 95%-ს, რომლის დანარჩენი 5%-ის მფლობელი სახელმწიფოა.

პრივატიზაციის შემდეგ, 2016-2020 წლებში, კომპანიას მიღებული აქვს პირდაპირი შესყიდვის 28 შედარებით მცირე კონტრაქტი ჯამური ღირებულებით 87,501₾ და 1 მსხვილი კონტრაქტი ღირებულებით 710,000 ლარი (COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება).

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” კვლევის თანახმად,  2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი სულ მაჟორიტარობის 14 კანდიდატი იყო.
ჯამში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ,,ქართულ ოცნებას” 3,702,826 ₾ შესწირეს.

2020 წლის 31 ოქტომბერს  საპარლამენტო არჩევნები 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩატარდება.

გაზიარება1137

დაკავშირებული -პოსტები

“საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია”- თენგიზ შარმანაშვილი

იანვარი 20, 2026
32
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია - მას ნებისმიერი აქტის გამოცემა, რომელიც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, 24 საათის განმავლობაში შეუძლია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან პატიმრების...

დაწვრილებითDetails

“მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვო წინსვლის გზა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით” – მარკ რუტე დონალდ ტრამპს

იანვარი 20, 2026
15
მთავარი

ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ ტრამპ, ის, რაც თქვენ სირიაში მიაღწიეთ, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომელსაც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს. „დავოსში ჩემს...

დაწვრილებითDetails

არავის სჭირდება მაკრონი, მაინც ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას – დონალდ ტრამპი

იანვარი 20, 2026
37
მთავარი

ემანუელ მაკრონი არავის სჭირდება, ის მაინც ძალიან მალე დატოვებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა პასუხი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე,...

დაწვრილებითDetails

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1.2k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
62
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
74
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
65
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

აიათოლა ალი ხამენეი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
72
მთავარი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასიკვდილო საპროტესტო აქციების წაქეზებაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მას დამნაშავედ მიიჩნევს მსხვერპლისთვის, ზიანისა და ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის....

დაწვრილებითDetails

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა

იანვარი 15, 2026
52
მთავარი

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს. „როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რაც არა ტერიტორიულ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს – გია ხუხაშვილი

იანვარი 15, 2026
42
მთავარი

დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».