“სამცხე-ჯავახეთი ზედმეტად განსხვავებული მხარე არის რელიეფით, კულტურით დანარჩენ სხვა რეგიონებთან შედარებით, მარტო ვარძია, ბორჯომი, ბაკურიანის მხარე არ არის სამცხე-ჯავახეთი.
ვარძიისა და ტენილი ყველის გარდა , იმდენი საინტერესო რამ ხდება აქ. ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო დუხობორები- ეს არის სოფელი გორელოვკა, სადაც დასახლებულია 2000 ოჯახამდე 1840-1841 წლებში ჩამოსახლდნენ.
ესენი არიან სექტა დუხობორების, რომლებიც აღიარებენ ღმერთს, მაგრამ თავისი რწმენა აქვთ, ადამიანშივე წარმოუდგენიათ ღმერთი.
თავისი ტრადიციები აქვთ, ადამიანები არიან მშვიდობის მოყვარულები, აქვთ სამლოცველები სადაც მიდიან კვირა დღით, ფერად ტანსაცმელებში შემოსილები.
აქვე ვაწარმოებდით ფრინველებზე დაკვირვებას. დაახლოებით 2000 მეტრზე მაღლაა ეს სოფელი, ხეები არ ხარობს და ზამთარში წვავენ ნაკელს, რელიეფს ვამსგავსებდი ისლანდიას, სოფელში ყოველი განათების ბოძებზე ნახავთ ყარყატებს.
კერძებიც განსხვავებულ და გამორჩეული აქვთ, ცხვარს მისდევენ და ზამთარში აქ ხდება ყინულის ამოჭრა ტბებზე და თევზაობა, როგორც ხდება სკანდინავიის ქვეყნებში”-ზურა გელაშვილი





P.S. ფოტოები მოგვაწოდა ზურა გელაშვილმა.









