⭕ „არასამთავრობოების ჟივილ-ხივილი ისმის, სასამართლოში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ მომხდარიყო არეულობა და სასამართლოს დაქვემდებარება საელჩოსადმი, მეეჭვება, რომ მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, იმდენად დიდი მიზანია მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში.
ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში და რაც ვერ მოახერხეს არასამთავრობოებმა, პარტიებმა, რაც ხდებოდა ამ წლებში, რომ ამოეწურათ იმედი და მიხვდნენ, იმ ძალებით სასამართლოს დაქვემდებარება და მიტაცება რომ ვერ მოხდებოდა, საბოლოოდ… მე ვიმეორებ, აშშ-ის საელჩოს უნდა სასამართლოს ხელისუფლების მისაკუთრება“, – განაცხადა მურუსიძემ