პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ თავისი საქმე გააკეთა და ვაღიარებთ, იმაზე ნაკლები ხმა ავიღეთ, რასაც მოველოდით, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვიქნებით თვითკრიტიკულები, უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს ამომრჩევლებამდე ჩვენი მართალი აზრის მისატანად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყანას დაპირისპირება აღარ სჭირდება, სჭირდება იდეები, ახალი აზრები, ინოვაციები, განვითარება – ამას ამომრჩევლამდე აუცილებლად მივიტანთ.
იმედი გვაქვს, 2022 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე აბსოლუტურად სხვანაირი შედეგები დადგება”,– განაცხადა ჩიხლაძემ.