ილონ მასკის კომპანიამ, Neuralink-მა მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუდგა და ცხოველი უკვე ვიდეოთამაშებს თამაშობს. ინფორმაციას ამის შესახებ businessinsider-ი ავრცელებს.
როგორც მასკი აცხადებს, მაიმუნს უსადენო ჩიპი აქვს ჩაყენებული, რაც ელექტრონული ინტერფეისის გონებით კონტროლის საშუალებას იძლევა.
„მაიმუნი თავს არაკომფორტულად არ გრძნობს. არც უცნაურად გამოიყურება. პირიქით, საკმაოდ რთულია იმის შემჩნევა,რომ მას ნერვული იმპლანტი აქვს ჩაყენებული
ცნობისთვის, Neuralink-ი ცხოველებში კომპიუტერთან ნერვულ კავშირს უკვე წლებია ტესტავს.
კომპანიის განცხადებით, ტვინთან დამაკავშირებელი ტექნოლოგიების მიზანი ტვინისა და ხერხემლის დაზიანების თანმხლები პრობლემების აღმოფხვრაა.










