ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა ქუთაისში მასტერკლასები გამართა. მასტერკლასები პროექტის სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ფარგლებში შედგა. ქუთაისში მიმდინარე მასტერკლასებს ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე, პროფესორი მარიამ გერსამია და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დირექტორი გიორგი მშვენიერაძე უძღვებოდნენ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.









