UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს არ დათმობს.
ასევე, მსუბუქ წონაში ასვლა მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა და არა ორგანიზაციის.
„ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს არ დავთმობ. სხვა წონაში გადასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მე მეკუთვნის და ამ თემაზე UFC-სთან ჯერ არ მისაუბრია. შეწყვიტეთ ზეიმი, რადგან არსად წასვლას ვაპირებ. მე უკვე დავიპყარი ეს დივიზიონი და იმავეს გაკეთებას ვაპირებ სხვა წონაშიც“, – დაწერა თოფურიამ.
რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ გადაცემაში თოფურიამ აღნიშნა, რომ მსუბუქ წონაში ასვლა და ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა სურს, რომელიც ამჟამად წონის მეორე ნომერია, ბრაზილიელი წარსულში დივიზიონის ჩემპიონიც გახლდათ.
27 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ქამარი მიმდინარე წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო ოქტომბერში ტიტული წარმატებით დაიცვა.