LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა” – ხაშურის სამშობიარო სახლის დირექტორი

“იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა” – ხაშურის სამშობიარო სახლის დირექტორი

დაპოსტა 2019/10/15-ში
A A
155
ნახვა
გაზიარება

შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორი, კახა ხელაძე ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების პირველად მიზეზებს განმარტავს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი დაღუპვის მიზეზი მედპერსონალის მხრიდან „მათი მდგომარეობის შეფასებისა და გადაწყვეტილების ნაწილში გადაცდომა იყო“.

კახა ხელაძის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს როგორც კლინიკის შიდა სამსახურის მხრიდან, ისე სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მხრიდან, თუმცა საბოლოო დასკვნამდე, იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც აღნიშულ პროცესში მონაწილეობდა, სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუწყდება.

როგორც მან აღნიშნა, მედპერსონალმა, რისკების შეფასების დროს, იჩქარა გადაწყვეტილების მიღება.

„ხაშურის ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას.

ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას – ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა. გარდა ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახურისა, ამ ფაქტს სწავლობს სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც, რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და დაველოდებით მათ საბოლოო დასკვნებსაც, თუმცა დასკვნებამდე უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნულ პერსონალს სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუჩერდეთ. საქმიანობა შეუჩერდება უშუალოდ იმ ექიმს, რომელმაც პროცესში მიიღო მონაწილეობა და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ცნობისთვის, ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ. აღნიშნული ორსულობა ახალგაზრდა ქალისთვის მეხუთე იყო.

“შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა” – ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა

თეგები: გარდაცვალებადედა შვილიხაშური
გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები...

დაწვრილებითDetails

„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

რას აცხადებენ კლინიკა “სენამედში” , სადაც 20 წლის გოგომ იმშობიარა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ქუთაისში, მშობიარობიდან ორ კვირაში 20 წლის გოგო გარდაიცვალა
მთავარი

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში...

დაწვრილებითDetails

ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
მთავარი

სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა...

დაწვრილებითDetails

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის...

დაწვრილებითDetails

ტყიბულში, სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კიდევ რამდენიმე სახლი დაინგა, პროცესი შეუქცევადია – რა ხდება კურსებში
მთავარი

ტყიბულში სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა. სპეციალისტების პირველადი დასკვნა სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი. სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია. ბოლო მონაცემებით, ბეროძეების და გოგოლაშვილების უბანში 10 სახლია...

დაწვრილებითDetails

ზემო ბეთლემის ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო გარდაგვეცვალა ჩვენი მონაზონი თეოდოსი. პანაშვიდი დღეს და ხვალ ზემო ბეთლემის ტაძარში. გამოსვენება ზემო ბეთლემის ტაძრიდან შაბათს, დილას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, მშობიარობიდან ორ კვირაში 20 წლის გოგო გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ქუთაისში, მშობიარობიდან ორ კვირაში 20 წლის გოგო გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, მშობიარობის შემდგომი გართულებით, გოგო გარდაიცვალა. გარდაცვლილი 20 წლის ლიკა ტალახაძეა. მეგა tv- ის ინფორმაციით გოგონას დაახლოებით ორი კვირის წინ შვილი შეეძინა. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა . რის...

დაწვრილებითDetails

მოიცდის კი ბუნება ამდენს? – ბუეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მოიცდის კი ბუნება ამდენს? – ბუეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
მთავარი

მეწყრული პროცესია განვითარებული ტყიბულის სოფელ ბუეთშიც, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ,,მეგა ტვ"-ს აცნობეს დაზარალებულია 2 ოჯახი. ,,ეზოში ბზარები დაახლოებით თებერვლის დასაწყისში გაჩნდა.  შემდეგ მარტის დასაწყისში ჩავარდა მიწა და მის მერე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა.   "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"